ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - Palitra News

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

2024-02-06 19:43:06+04:00

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. იქამდე კი, ყაზახეთის მმართველმა პარტიამ ოლჟას ბექტენოვი, რომელიც 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც 2022 წლის იანვრიდან ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა, გუშინ, 5 თებერვალს გადადგა და თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი დაასახელა.