სამთავრობო პროგრამას და განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს სამმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმინეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრების ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ დასმული შეკითხვებით კმაყოფილი დარჩა. ისინი ამბობენ, რომ ძირითად შემთხვევაში მათ ოპონენტებისგან კონსტრუქციული შეკითხვები მოისმინეს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებენ, რომ სამთავრობო პროგრამასა და პრემიერობის ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია ხალხის მოტყუება და ძალაუფლების შენარჩუნება.