დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება - დღესვე პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს - Palitra News

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება - დღესვე პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

2024-02-06 08:03:28+04:00

დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.