სახალხო დამცველის კონსილიუმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება. თუმცა ანგარიშში ყურადღება იმ პრობლემებზეც გამახვილდა, რომელიც ექსპრეზიდენტს აღენიშნება.