ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა - Palitra News

ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

2024-02-05 15:54:12+04:00

ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ადგილზე ამჟამად რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. უახლოეს პერიოდში მოეწყობა მოაჯირები, დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გარე განათების ქსელი. პროექტის ღირებულება 31 მილიონი ლარია. ხიდის სრული მოწყობა და რეაბილურაცია აპრილში უნდა დასრულდეს.