სახალხო დამცველის კონსილიუმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება, თუმცა, კოგნიტიური გაუარესება, ნეიროპათია, შფოთვა და დეპრესია კვლავ რჩება. კონსილიუმის წევრების აზრით, არსებული დადებითი დინამიკა იმითაა განპირობებული, რომ პაციენტი წელიწადნახევარზე მეტია პოლიპროფილურ კლინიკაში იმყოფება. მომზადებული დასკვნის თანახმად, პაციენტი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს.