“ჯანმრთელობის უფლება ყველას” - ამ შინაარსის ბანერებით ყოფილმა ონკოპაციენტებმა და ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა პარლამენტთან აქცია ჩაატარეს, რის შემდეგაც მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ონკოპაციენეტებისათვის წლიური, 25-ი ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნას და საჭიროებების შესაბამისად, ყველა პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ. მოქალაქეები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ იმ წამლების მარაგიც დარეგულირდეს, რომელიც ონკოპაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ. აქციას მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძეც შეუერთდა.