ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს - Palitra News

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს

2024-02-04 17:04:39+04:00

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს. სპეციალური ღონისძიება ტოკიოში გაიმართა. შედგა თმის კვეთის ცერემონიაც, რომელში მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს. ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ლევან გორგაძემ 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა.