„ჰუსიტები“ - აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმებს უპასუხოდ არ დავტოვებთ - Palitra News

„ჰუსიტები“ - აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

2024-02-04 14:47:59+04:00

იემენელი „ჰუსიტები“ ირწმუნებიან, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ.

"ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში“, - აღნიშნულია „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დედაქალაქი სანა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სხვა ტერიტორიები.

„ეს დარტყმები უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის", - აცხადებს „ჰუსიტების“ პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.