„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულებასთან თანამშრომლობით, დედაქალაქის საკრებულოში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში თბილისში მცხოვრები ბიზნესმენი ქალები ძალადობის მხსვერპლ ქალებს ეხმარებიან. ღონისძიებას ბენეფიციარები ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ. როგორც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, სოლიდარობის აქცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.