ბრაზილია ვენესუელასთან და გაიანასთან საზღვრებზე თავდაცვის კონტინგენტს აძლიერებს. ბრაზილიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრისკენ სამხედრო სატვირთო მანქანებისა და ჯავშანტექნიკის კოლონა დაიძრა. ასევე, ადგილობრივი გარნიზონი 600-ს ჯარისკაცამდე გაიზარდა. 2023 წლის 3 დეკემბერს, ვენესუელაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 95%-მა გაიანას ესეკიბოს რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. მოგვიანებით კი ვენესუელა და გაიანა შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ძალას არ გამოიყენებდნენ. გასულ კვირას, ბრაზილიის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე, ვენესუელამ პირობა დადო, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მხოლოდ დიპლომატიას გამოიყენებს.