„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამჯერად სოფელ ნასაკირალში იმყოფებოდა - რას პირდება ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამჯერად სოფელ ნასაკირალში იმყოფებოდა - რას პირდება ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას

2024-02-03 12:33:56+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნასაკირალში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ლევან ხაბეიშვილმა ემიგრაციასა და უმუშევრობაზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ 2024 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში ღირსეული სამუშო ადგილების შექმნას პირდება.