ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მასშტაბური მიღება გაიმართა. ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოზე ფოკუსირება იგეგმება. კერძოდ, აუდიოვიზუალური, მედია და კინემატოგრაფიის, ასევე მომიჯნავე სფეროებში მიღწევების წარმოჩენა და გაზიარება. საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, ევროპის 46 ქვეყნიდან, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი, ავტორები, მკვლევრები და ჟურნალისტები.