ხატია დეკანოიძე - სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის - Palitra News

ხატია დეკანოიძე - სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის

2024-02-02 21:56:06+04:00

„მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ჩემი უთანხმოება პარტიასთან. ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, ადამიანები, ვინც რეალურად წინ არიან, ფრონტის ხაზზე, ესენი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები საკუთარი თავით ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი მოსაზრება“,- აღნიშნა დეკანოიძემ.