„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის წევრებთან ერთად ოზურგეთში იმყოფებოდა. ლევან ხაებიშვილის თქმით ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას.