ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კვლავ დაპირისპირების საგანია - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კვლავ დაპირისპირების საგანია - რას აცხადებენ დეპუტატები

2024-02-02 19:12:42+04:00

როგორ შესრულდება ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები - მთავარობის მიერ შემუშავებული გეგმა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ისევ დაპირისპირების საგანია. მმართველი პარტია აცხადებს რომ სამუშაო ჯგუფებში არ ჩართვით ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ისტორიულ მიზანს აზიანებს. სახელისუფლებო გუნდის პასუხად ამ დრომდე შეუსრულებელ რეკომენდაციებზე და "ფორმალურ" პროცესზე საუბრობს ოპოზიცია.