საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის - Palitra News

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის

2024-02-02 11:03:13+04:00

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის - ტექნოლოგიების დემონსტრირება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო.პირველი კორპორაცია, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მუშაობას გაეცნენ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა". კორპორაციის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა ცესკოს თავმჯდომარე.