შეთანხმება მიღწეულია - კარგი დღეა ევროპისთვის, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. არსებობდა შიში, რომ უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი დახმარების პაკეტს დაბლოკავდა, როგორც მან ეს გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გააკეთა.