2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.