პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 6 თებერვალს მოისმენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყველა ფორმით შეაფერხებს, რაც არა მხოლოდ მისი, არამედ ზოგადად - პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. საპასუხოდ, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილისათვის ხელის შეშლა მათ ინტერესებში არ შედის. თემის დეტალებიტ ხატია სამხარაძე გვიერთდება.