ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ. ევროკჯავშირის ლიდერების განცხადებით, 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიეწოდებინათ, თუმცა მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.