რას ცვლის მმართველ პარტიაში არსებული გადალაგება ოპოზიციის გეგმებში - არჩევნებამდე 9 თვით ადრე ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ მმართველი პარტია სუსტია, რაც ოპოზიციას გამარჯვების სერიოზულ შანსს უჩენს. ოპოზიცია კვლავ ერთმანეთში გაერთიანებების შესაძლებლობაზე მსჯელობს, თუმცა მათ მიერ დასახული გეგმები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია რომ ოპოზიციის მექანიკური გადაჯგუფება კვლავ წარუმატებელი იქნება.