„თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დახურულ კარს მიღმა 20-წუთიანი შეხვედრა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის ველია, ეს ასე არ არის. ეს არის რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის უდიდეს საფრთხეს. შესაბამისად, რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლებისგან მოლოდინი არ არსებობს, რომ გადადგამენ ქვეყნის საკეთილდღეო ნაბიჯებს. ვნახეთ პროპორციულზე გადაგდება, შარლ მიშელის გადაგდება და პარლამენტში ობსტრუქციის მოწყობა. ბოლოს გაირკვა, რომ სამუშაო ჯგუფიც არ არის, ეს არის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ მონიშნონ ფორმალური მიზნებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ „ლელო“ საპარლამენტო პროცესში არ მონაწილეობს. ინიცირებული გვაქვს 100-ზე მეტი კანონპროექტი, რომელსაც „ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოუცხადა და ობსტრუქცია... ყველა მიმართულებით გვაქვს მოცულობითი შეთავაზება და რა აქვთ სხვა პარტიებს?! „ლელოს“ კრიტიკის ნაცვლად, თუ სად მივიდა, რატომ არ მივიდა, თქვან რა არის შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რა არის მათი შეთავაზება. გაუგებარი გეგმა წარადგინეს, სადაც კონკრეტული ვადები არ არის“,- აღნიშნა ბუაძემ.