უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს

2024-01-31 12:38:28+04:00

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს. აღნიშნული დრონები ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში განადგურდა. უკრაინის საჰაერო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ შაჰედს ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის 3-ი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.