დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მათივე ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში".
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.