ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანგი ფერმრების პროტესტს ბელგიელი ფერმერებიც შეუერთდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, ისინი გეგმავენ ზებრუგეს პორტის ბლოკირება მოახდინონ და გემებს კონტეინტერების გადაზიდვის საშუალება არ მისცენ. აქტივისტები საწვავის ფასის ზრდასა და უცხოური იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსაც აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. ფერმერებმა ტრაქტორებით პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები გადაკეტეს. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს დიზელის საწვავის სუბსიდირებას არ შეუწყვეტს, თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. 2023 წლის დეკემბრიდან აქციებს მართავენ გერმანელი ფერმერებიც.