რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციების შექმნის შესახებ შეთანხმებათა ე.წ.ი პროექტები დაამტკიცა, რომლის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის განათლების მიცემა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკულად უყურებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. რა საფრთხეებზე საუბრობენ პოლიტიკოსები და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.