საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7-ი მილიონი 100 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 30%-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი. 2023 წელს ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა, მილიონ 200 ათასი რუსეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 23%-ზე მეტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4% პროცენტით, ხოლო მესამეზეა - სომხეთი 13.5%-იანი წილით.