“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ამავე პარტიის საგარეო სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე იმყოფებიან, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილი სიტყვით წარსდგა. მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტიისა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმატება იმის საფუძველი იქნება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საქართველოში არსებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში აქტიურად ჩაერთონ.