2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს 100-დან 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნალებია - აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ქულის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფცია და სახელმწიფო ინტიტუტების მიტაცების პრობლემა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ქვეყნის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში კორუფციის კუთხით რთული ვითარების შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მოსაზრებას ოპოზიციური ფლანგი იზიარებს. მმართველი პარტია კი გამოქვეყნებულ რეინტიგებს უნდობლობას უცხადებს. კიდევ რა წერია აღნიშნულ ანგარიშში და როგორ მას აფასებენ მას პოლიტიკოსები.