პარტია „ლელო“ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმას დღეს წარადგენს. ამავდროულად, მმართველი გუნდი აპირებს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები გააგრძელოს როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ამ საკითხსა და პარტია „ლელოს“ ახალ გეგმას დეპუტატები უკვე გამოეხმაურნენ.