საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ამ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ. მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ახლა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პოლიტიკოსები უკვე იმ მინისტრებზეც საუბრობენ, რომლებიც თანამდებობებს დაემშვიდობებიან და ადგილს ირაკლი კობახიძის გუნდის წევრებს დაუთმობენ. აღნიშნულ ინფორმაციას როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.