“საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ ” გლობალური ქსელის კორუფციის აღქმის ინდექსის გასული წლის რეიტინგებში საქართველოს შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ჩვენი ქვეყნის წლევანდელი მაჩვენებელი სამი ქულით გაუარესდა. არასამთავრებო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქულის თანმდევი ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფცია და სახელმწიფო ინტიტუტების მიტაცების პრობლემა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამის ფონზე ხელისუფლებამ ევრორეკომენდაციები უნდა შეასრულოს.