როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 9 დათქმა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტში თითქმის 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას შეხვედრის განმავლობაში კონკრეტულ გეგმებზე არ უსუბრია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველ ძალას ევროკავშირში ინტეგრაცია არ სურს. კითხვაზე, წარუდგინეს თუ არა თავად „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული წინადადებები - ხელისუფლების ოპონენტები პასუხობენ, რომ საკუთარ ხელდვაზე ჯერ ისევ მუშაობენ და კონკრეტულ წინადადებებს, მომდევნო შეხვედრებზე გაახმოვანებენ.