პარტია „ლელო“, პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებს. „ლელო“ აღმოჩნდა ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც პარლამენტში გამართულ შეხვედრას არც გუშინ დაესწრო. პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში არა “ლელო”, არამედ ,,ქართული ოცნებაა", რომელსაც რეკომენდაციების შესრულება არ უნდა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტია თავის ხედვებსა და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. ბოიკოტის გამო, “ლელოს”, როგორც „ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებენ და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.