სომხეთი არ აცხადებს პრეტენზიას სხვის ტერიტორიებზე და არავის შეუძლია ჰქონდეს რაიმე პრეტენზია სომხეთის რესპუბლიკის რომელიმე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი. ფაშინიანი ამბობს, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის აქტის გასაფორმებლად მიიწვია. მისი თქმით, სომხეთი სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგულია და ამ დღის წესრიგიდან არ გადაუხვევს.