ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას არ დაესწრო, ლელოა. პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ რომ პროტესტის მიზეზი მმართველი პარტიის მხრიდან ილუზიის შექმნაა, თითქოს დათქმების შესრულებაზე მუშაობენ. რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შეფასებას, ისინი მიიჩნევენ, რომ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ოპოზიციურმა სპექტრმა ყველანაირი პლატფორმა უნდა გამოიყენოს. მმართველ პარტიაში კი აცხადბენ, რომ ლელო ქვეყნის დაზიანებას ცდილობს, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამ საკითხზე სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.