საკანონმდებლო ორგანოში პირველი შეხვედრა ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებათან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლების ოპონენტების ძირითადი ნაწილი შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა. საპარლამენტი უმრავლსობის წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ მსგავსი ტიპის შხევდერები რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მედიასთან კომენტარი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. შეხვედრის დეტალებზე და პოლიტიკოსების შეფასებებზე მეტს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.