ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა - Palitra News

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

2024-01-29 19:10:59+04:00

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.

ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იქამდე მიიჩნევს საჭიროდ, სანამ რუსეთი ძალის გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის 31 ივლისს დააწესა. მას შემდეგ სანქციების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება.