პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

2024-01-29 14:27:05+04:00

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შაბათს დილით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა.

ვროცლავის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.