რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტითაც სისტემებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.