რა აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდნეტს. სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს ამზადებს.ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე 6 თებერვალს უნდა წარსდგეს, თუმცა მიეცება თუ არა მას პარლამენტის ტრიბუნით სარგებლობის უფლება, ამ დრომდე პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ამბობენ, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირებული მმართველი ძალა, ამისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ქართული ოცნების დეპუტატები ზუსტად ვერ ამბობენ დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას . მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილებას 6 თებრვლამდე მიიღებენ.