51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში დაზარალებულის ჩვენების გარდა, არცერთი მტკიცებულება არ დევს. სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი 27 იანვარს დააკავეს. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა.