ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები იწყება. პირველი შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები დაესწრებიან. შეხვედრაზე ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წევრები. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.