ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება - Palitra News

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

2024-01-29 07:55:05+04:00

29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.