შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა . შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დაწყებულია სამხედრო ბაზებისა და ყაზარმების მშენებლობა, რაც მათი თქმით, სამუშაო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.