რა აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდნეტს - სალომე ზურაბიშვილი  წლიურ ანგარიშს ამზადებს - Palitra News

რა აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდნეტს - სალომე ზურაბიშვილი  წლიურ ანგარიშს ამზადებს

2024-01-27 18:55:23+04:00

რა აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდნეტს - სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს ამზადებს.ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე 6 თებერვალს უნდა წარდგეს, თუმცა მიეცემა თუ არა მას პარლამენტის ტრიბუნით სარგებლობის უფლება, ამ დრომდე პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქართულმა ოცნებამ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ამბობენ, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირებული მმართველი ძალა, ამისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს ქართული ოცნება.