ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელ პირველად შეხვედრამდე ორი დღე რჩება. მმართველი გუნდის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრას რომელიც 29 იანვარს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. ოპოზიციონერი დეპუტატები სამუშაო ფორმატების საქმიანი დისკუსიებისთვის გამოყენებას აპირებენ. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას დათქმების შესრულების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე რაიმე თემაზე საგნობრივი მსჯელობა არ შედგება.