სახალხო დაცმველთან არსებული კონსილიუმის წევრების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. იქამდე კი კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც წონაში მატებით გამოიხატება, თუმცა მისი ნერვოლიგიური მდგომარეობა კვლავ პრობლემად რჩება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო დაბრუნებას, კონსილიუმის წევრების თქმით, ეს კლინიკის მკურნალმა ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. თუმცა, განმარტავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკაში ყოფნის შედეგია.