აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა - Palitra News

აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა

2024-01-27 10:22:19+04:00

აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა , - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რეგიონში მოცურავე სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გასაშვებად იყო მზად.

აშშ-ის თავდაცვით დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.